დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება

მსოფლიო ·

დიმიტრი პესკოვი - აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება

აბუ-დაბიში მოლაპარაკებები ევროპელების მონაწილეობის გარეშე იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას აშშ-ის შუამავლობით რუსეთი და უკრაინა მიიღებენ. „აბუ-დაბიში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით. რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას, მოგეხსენებათ, ამერიკელებს ევროპელებთან, ხოლო უკრაინელებს ევროპელებთან კომუნიკაციის საკუთარი არხები აქვთ.