დავით მათიკაშვილი - როგორც აქამდე არაფერი წარმოუდგენიათ საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალებს და აგენტურას, ასე გაგრძელდება - მკვეხარა და ხმამაღალი განცხადებები მათი მხრიდან არაერთგზის მოგვისმენია
პოლიტიკა ·

როგორც აქამდე არაფერი წარმოუდგენიათ რადიკალებს და აგენტურას, ასე გაგრძელდება - მკვეხარა და ხმამაღალი განცხადებები მათი მხრიდან არაერთგზის მოგვისმენია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესით საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ოპოზიციური პარტიების საქმიანობა კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო.