სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის კონტროლს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს
პოლიტიკა ·

სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს პრემიერ- მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს. შესაბამისი ცვლილება “სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მოქმედი რედაქციის მიხედვით, პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.