წინანდლის მამულმა რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლა

წინანდლის მამულში Grand Jury du Vin-ის რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა. წლევანდელი სიმპოზიუმის ფარგლებში საერთაშორისო ასოციაცია Grand Jury du Vin-ის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია Grand Jury du Vin ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მასპინძლობდა. Grand Jury du Vin დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც დეგუსტაციების საფუძველზე, ობიექტური შეფასების პრინციპებით, მაღალი ხარისხის ღვინოებს აფასებს.