თურქეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

მსოფლიო ·

თურქეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

თურქეთის იზმირის პროვინციის ალიაგას რაიონში მდებარე ფოლადის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ამასთანავე, სამაშველო ჯგუფები ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გადარჩენას. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ჰაერში კვამლი და მტვრის ღრუბელი გავრცელდა. იზმირის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პირველადი მონაცემების თანახმად, დაშავებულებისგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.