პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება “მეთადონს” შემდეგ კი მის რეალიზაციას ახდენდა.