2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება
პოლიტიკა ·

2026 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 1 136.7 მლნ ლარით იზრდება და 30 858,0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების მიხედვით, მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები განსაზღვრულია შემდეგი მოცულობებით: მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი - 6,8%; ; მშპ-ს დეფლატორი - 3,9%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი - 5,2%; ნომინალური მშპ - 116 067,5 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები - 25 850,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მშპ-ს 1,3%; მთავრობის ვალი - მშპ-ს 34,2%.