ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან, თქვენ თესავთ მიუღებლობას, დაპირისპირებას და ზიზღს

პოლიტიკა ·

მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს, - ასე მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს .