2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

სამართალი ·

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 481,3 მლნ ლარით იზრდება და 31 362,7 მლნ ლარს შეადგენს. როგორც მთავრობა განმარტავს, საბიუჯეტო ცვლილებებით ერთი მხრივ ხორციელდება იმ პროგრამების დამატებითი დაფინანსება, რომლებშიც 2026 წლის განვლილ პერიოდში ახალი საჭიროებები გამოიკვეთა, ხოლო მეორე მხრივ, რიგ ორგანიზაციებზე ის რესურსები გამოიყოფა, რომელთა ფარგლებშიც აღნიშნული ორგანიზაციები პროექტებს 2027 წლის განმავლობაში განახორციელებენ და ეს რესურსები 2027 წლის შესაბამის ასიგნებებში გათვალისწინებული არ არის.