შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა ·

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს. მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის.