პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. მეორე ბრალდებულმა კი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 480 აბს ფსიქოტროპულ ნივთიერებას.