ტედი რინერი - საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები - ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: „გიჟია“
მსოფლიო ·

ფრანგმა ძიუდოს ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტედი რინერმა განაცხადა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, - ინფორმაციას Le Monde ავრცელებს. „მე ტედი რინერი ვარ და დღეს პირისპირ გეუბნებით: 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები”, - აღნიშნა 37 წლის სპორტსმენმა. მისი თქმით საფრანგეთში „ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება“ ძალიან აშფოთებს. „ბრძოლა ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველ ჯერზე ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვის ხალხი ჩემზე: “გიჟია.