პროექტის „ქართული ფულის თავგადასავალი - ოცდაათი ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა

„ილიაობის“ კვირეულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში მომზადებული მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ციკლის „ქართული ფულის თავგადასავალი - ოცდაათი ამბავი“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მედიაპროექტი ეროვნული ვალუტის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და ქართული ნუმიზმატიკის ოცდაექვსსაუკუნოვან ისტორიას ასახავს.