ვალერი ჩეჩელაშვილი - ივანიშვილი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი სტარტი აიღოს და ახალი კომუნიკაციის არხები ჩამოაყალიბოს, რისთვისაც ისრაელის ელჩი იდეალური ფიგურაა, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პარტნიორია

პოლიტიკა ·

ამერიკელებმა საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვები, რომელიც ევროპელების ხედვასთან სრულ თანხვედრაშია - სანდო პარტნიორად დღეს აშშ ჩვენ არ განგვიხილავს , - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ წევრმა და დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და შეუძლებელია დიპლომატების ჯგუფს, რომელიც სიღრმისეულად მუშაობდა სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე, საქართველოს ფაქტორი არ გაეთვალისწინებინა.