უნგრეთში ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს - ორბანი აცხადებს, რომ „სამიზნე თავად არის, მისი უმცროსი ძმა კი მხოლოდ იარაღია“
მსოფლიო ·

უნგრეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ძმა დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა HVG-ი ავრცელებს. უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის უმცროსი ძმა, არონ ორბანი სახელმწიფო საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანასთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. მედიის ცნობით, არონ ორბანი და მისი კომპანია Multi Shoot-ი აქტიურად იყვნენ ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაფორმების პროცესში.