შალვა პაპუაშვილი გაფართოების ფორუმზე არმიწვევაზე - უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც საუბრობენ შუა დერეფანზე, საქართველოს უნდა გადააფრინდნენ თუ გადაახტნენ? - საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი, ნუღარ ეწყინებათ ეს შედარება
პოლიტიკა ·

არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის გიომ მერსიეს განცხადებას: „გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის ასეთი „აგდებული დამოკიდებულება“ აჩვენებს, რომ თავის თავს აიგივებენ საბჭოთა მოსკოვთან.