ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთოთხმეტედ უმასპინძლებს

21–25 ნოემბერს, ბათუმში, საქველმოქმედო ფონდი „ლირას“ ორგანიზებითა და დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge -ის მხარდაჭერით “შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალი, რომელიც წელს მეთოთხმეტედ ტარდება, ხუთი დღის განმავლობაში ქართველ და უცხოელ შემსრულებლებს, ახალგაზრდა ტალანტებსა და ხელოვნების მოყვარულებს გააერთიანებს. წლების განმავლობაში ფესტივალი საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.