შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს ხუთი პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული
პოლიტიკა ·

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრით „ტყუილად დაიხარჯა“. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დასაბუთებულია და თავად პარტიებმაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესზე მხოლოდ „გაღმა შედავების პრინციპით“ მოქმედებდნენ, რაც მათ სამართლებრივ მდგომარეობას ვერ შეცვლის.