62 წლის ასაკში ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ენტონი კლარკი გარდაიცვალა

კულტურა და გართობა ·

62 წლის ასაკში ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ენტონი კლარკი გარდაიცვალა

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი ენტონი კლარკი, რომელიც ფართო საზოგადოებამ CBS-ის პოპულარული სიტკომიდან Yes, Dear გაიცნო, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ყოფილმა კოლეგამ, მსახიობმა მაიკ ომალიმ სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ომალიმ კლარკს „უნიკალური“ და „მხიარული“ ადამიანი უწოდა. მისი თქმით, მათ ბოლოს სამი კვირის წინ ისაუბრეს ტელეფონით და კლარკი, როგორც ყოველთვის, კვლავ ახალისებდა გარშემომყოფებს.