შალვა პაპუაშვილი - ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა - რაც შეეხება სხვა ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა

პოლიტიკა ·

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილმა საქართველოს საზღვარზე სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლაში უკრაინის მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ამაში ჩართული.