ვატო სურგულაძე „ქართულ ოცნებას“ - ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები, წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, მოდი, გვაჩვენე, რომ არ ხარ დამნაშავე, კალაძეს კი დიახაც, თავის სიტყვებზე ბოდიში აქვს მოსახდელი, ნორმალურ ქვეყანაში მერი გადადგებოდა

პოლიტიკა ·

გვაქვს ეჭვი, რომ თქვენ დახოცეთ ძაღლები. ერთად წავიდეთ და ჩავატაროთ ექსპერტიზა, თუ საჭიროა, ეს ანალიზები უცხოეთში გავაგზავნოთ - უამრავი ადამიანი აღშფოთებულია და მოდი რა, გვაჩვენე, რომ არ ხარ დამნაშავე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო სურგულაძემ მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. ვატო სურგულაძის თქმით, ქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა უფასო სტერილიზაცია-კასტრაციის პოლიტიკით უნდა გადაწყდეს.