ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი პროცესის დახურვა არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი - ხელისუფლების გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს - ის „კენგურუს სასამართლოს“ კლასიკური ნიმუშია

პოლიტიკა ·

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. ღარიბაშვილი მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს. ექსპრემიერის განცხადებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება. ღარიბაშვილის თქმით, „ეს არის "კენგურუს სასამართლოს" კლასიკური ნიმუში“.