გზების დეპარტამენტი სარფი–ფოთის გზაზე მეწყრული პროცესი განვითარდა, ჩამოიშალა გზის გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე - მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა

რეგიონები ·

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.