ირაკლი კირცხალია - უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა - შეხვედრა იყო საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით და მიმოვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები

პოლიტიკა ·

ირაკლი კირცხალია - უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა - შეხვედრა იყო საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით და მიმოვიხილეთ შიდაპოლიტიკური საკითხები

“ქართული ოცნების” ოფისში გამართულ უმრავლესობის დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიასთან განაცხადა. კირცხალიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე საუბარი ძირითადად საგარეო მიმართულებებს შეეხო და მნიშვნელოვანი აქცენტი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე გაკეთდა. მისივე თქმით, საუბარი შეეხებოდა ასევე შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც და ბიუჯეტს, რომელსაც პარლამენტი დეკემბრის თვეში მიიღებს.