სოფიო ხორგუანი - ღარიბაშვილი დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გმირობის იმედი მაქვს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

პოლიტიკა ·

სოფიო ხორგუანი - ღარიბაშვილი დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გმირობის იმედი მაქვს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულებაა

ზოგად შეფასებაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ღარიბაშვილს. ფაქტია, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე, ფაქტია, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებაც არის, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ის „ჩრდილოვან მართლმსაჯულებაზე“ საუბრობს. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ფრჩხილები უფრო მეტად უნდა გახსნას და მეტი ილაპარაკოს.