რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ჭიჭინაძეს, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

საზოგადოება ·

რუსეთის პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ჭიჭინაძეს, რომელიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქე, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „სასამართლომ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით“, - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.