მამუკა კაციტაძე - საკონსტიტუციოს პროცესებზე ოპოზიციის უპირატესობა გამოჩნდა, რამხელა უპირატესობა ექნებოდა პარლამენტში შესვლით, „ოცნების“ ასეთი სახე „ტეხავს“ - ღარიბაშვილის ქმედებები კი ადრესირებულია ივანიშვილთან, სჯერა, რომ მისი საშველის გასაღები ბიძინას ხელშია
პოლიტიკა ·

აშკარაა, რომ სასოწარკვეთილებისა და ბევრი რაღაცის თქმის სურვილისკენ გადაიხარა, თუმცა არ მჯერა იმის, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება ივანიშვილს “დაარტყას” და ამხილოს. თუმცა, ამ ტიპის წერილით ჩანს უკვე, რომ მას ნელ-ნელა იმედი და მოთმინება ეწურება, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” წევრმა, მამუკა კაციტაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.