ლაშა ბერიძე - გავაკეთე ის, რაც სწორად ჩავთვალე, ხელისუფლებამ კი ჩემი ნაბიჯი მტრულად მიიღო - ვაღიარებ და ვინანიებ, ეს ფურცელი გადავშალე ჩემს ცხოვრებაში - დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე ყველა გათავისუფლდება
პოლიტიკა ·

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული ჩემი გადაწყვეტილება იყო უმარტივესი. მე ვარ ინდივიდუალური ადამიანი და ვმოქმედებ ჩემი სინდისისა და შეხედულებების თანახმად. ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს შევუთანხმე, ვისთან ერთადაც სასამართლოში დავდიოდი, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წლის ბოლომდე ყველა გათავისუფლდება, - ამის შესახებ პოლკოვნიკმა, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა ლაშა ბერიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.