ვოლოდიმირ ზელენსკი - აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრებზე ჩვენი გუნდი დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვა
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები მიმდინარე მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციას აძლიერებენ. “ახლა, უკრაინელი სამხედროები ნამდვილად აძლიერებენ უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკებებში: ყოველი სრულად შესრულებული დავალება, ყოველი თავდაცვითი ოპერაცია, რომელიც უკრაინას ძალასა და შედეგებს აძლევს, აძლიერებს უკრაინას და, უპირველეს ყოვლისა, გვაძლიერებს ჩვენ მოლაპარაკებებში”, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომის შემდეგ.