მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს

მსოფლიო ·

მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს. „არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე საბოლოო, კონკრეტული გეგმა გვქონდეს ჩამოყალიბებული. ვფიქრობ, განიხილებოდა კონცეფციები იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ეს თემა იმიტომაც რჩება მუდმივად ყურადღების ცენტრში, რომ, ჩემი აზრით, ის გადამწყვეტი იქნება ომის საბოლოოდ დასასრულებლად.