ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში „სამართლიანი წვლილის“ შეტანისკენ მოუწოდებს

მსოფლიო ·

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში „სამართლიანი წვლილის“ შეტანისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, „სამართლიანი წვლილი შეიტანონ“ უკრაინისთვის მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებაში არსებული დეფიციტის შესავსებად. გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ირიბად დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქვეყანა სხვა ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს დაბლოკავს.