საფრანგეთი სუპერმარკეტების მაცივრებზე კიბერთავდასხმებში ირანს ადანაშაულებს
მსოფლიო ·

საფრანგეთმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დაადანაშაულა იმ კიბერშეტევების ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც გასულ თვეში ქვეყნის მასშტაბით სუპერმარკეტებში არსებულ მაცივრებსა და საყინულეებში ტემპერატურამ მოიმატა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა „უპრეცედენტო იყო როგორც მასშტაბით, ისე აგრესიის დონით“ და დასძინა, რომ პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციები დაწესდება.