რუსული მედია - აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება

მსოფლიო ·

რუსული მედია - აბუ-დაბიში რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება, - ინფორმაციას რუსული მედია მოლაპარაკებებისთვის მზადების პროცესის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრესას არ დაუშვებენ“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში. შეგახსენებთ, დღეს და ხვალ აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.