საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს ეხმაურება

საზოგადოება ·

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიებს ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება 2026 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ 86/87 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიების ციკლს, რომელიც დომენტი (დიტო) ჩუბინიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხს ეხება და რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობასთან, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით გავრცელებულია არაერთი მცდარი, დაუსაბუთებელი და რეპუტაციის შემლახველი განცხადება. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.