დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალს შორის კავშირს FBI იძიებს
მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით , კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალს შორის კავშირს FBI იძიებს. დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯენსენ ჰუანგს ესაუბრა, მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას სავარაუდო ჩინელ ჯაშუშთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.