შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც 2024 წელს, წიწამურში, გზასთან ხელყუმბარა დაამონტაჟა, სადაც ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა - აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. „მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.