შსს - უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაყაჩაღებისთვის დააკავეს - ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათივე ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და 2000 ლარს დაეუფლნენ

დააკავეს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.