პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სამართალი ·

პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით განიზრახა, რომ მოტყუებით დაუფლებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ 1 602 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებებს.