მოჰსენ რეზაი - ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს - დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ
მსოფლიო ·

ირანის წინააღმდეგ ომმა აშშ-ის მთავრობა უკვე გაანადგურა, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. „თუმცა, ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს. დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ. შეწყვიტეთ დასავლეთ აზიის ახალი წესრიგის უარყოფა. დროა, იმ შვიდი პირობის წინაშე დანებდეთ, რომლებიც ირანმა არაერთხელ წამოაყენა“, - წერს რეზაი სოციალურ ქსელში.