პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საგანი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
პოლიტიკა ·

პრემიერის გამოსვლას დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმიანებიან. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნული დისკუსია კარგი საშუალება იყო, რათა პრემიერს ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია სხვადასხვა საკითხზე კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.