არჩილ გორდულაძე - მზად ვართ, კიდევ ერთხელ საზოგადოების და სასამართლოს სამსჯავროზე გამოვიტანოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები
პოლიტიკა ·

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ არა კონსტიტუციის ფეხქვეშგამთელი პარტიები იყვნენ ოპოზიციურ ველზე, არამედ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი და განვითარებული მომავალი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.