კახა კალაძე - ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული - მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა
პოლიტიკა ·

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და ვიღაცა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ - ასე არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.