პარტია „ძლიერი სომხეთის“ სტეპანავანის მერობის კანდიდატი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა
მსოფლიო ·

არსენ გევორგიანი, რომელიც 25 ოქტომბერს სტეპანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის სათავეში იყო, დღეს დილას ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.