ნუგზარ წიკლაური - საკონსტიტუციო განხილვები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია - სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აბამენ ისეთ საქმეში, რაც მისი ნამდვილად არ არის და სურთ, რომ დემოკრატიული სისტემა სწორედ მისი ხელით ჩამოშალონ

პოლიტიკა ·

გამართლდა ყველა ის ცუდი მოლოდინი, რომელიც არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან და მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სრულიად ცხადად ვხედავთ, რომ მთლიანი პროცესი დაწყებული იქიდან, როდესაც „წულუკიანის კომისიამ“ მუშაობა დაიწყო, დღემდე, არის სრულიად აშკარად პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნები იქნეს მიღწეული. საკონსტიტუციო განხილვები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია.