„ვაინ კახეთი“ ქართულ ღვინოს საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას შანხაიში წარუდგენს

10–12 ნოემბერს, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაინ კახეთი“ჩინეთში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში - ProWine Shanghai 2026-ში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება Shanghai New International Expo Centre (SNIEC)-ში მიმდინარეობს და ღვინის მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სექტორის სხვა წარმომადგენლებს აერთიანებს. ProWine Shanghai-ს ფარგლებში „ვაინ კახეთი“ საერთაშორისო სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვან საექსპორტო პორტფელს გააცნობს.