შალვა პაპუაშვილი - მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ამ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს

პოლიტიკა ·

ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - სასწაულია, ასეთ მავნებლობას, როგორ შეიძლება ჩადიოდეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა,- ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.