რელიგიის სააგენტო პრაღის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ვლადიმერ მაჭარაშვილი პრაღაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „მე-18 მუხლის ალიანსის“ ყოველწლიურ მინისტერიალში სახელწოდებით „ერთობლივი ქმედება დაქსაქსულ სამყაროში: მდგრადობისა და ერთიანობის განმტკიცება თემებში და მათ შორის“. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. „ევრაზიის პანელური დისკუსია გაიმართება 2026 წლის 11 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პლენარული სესიების დარბაზში.