დაჯი კოვზირიძე „ქართულ ოცნებას“ - უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! იმ ბოლო სერიაში, ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს
პოლიტიკა ·

თქვენი უსასრულო აღვირახსნილობის პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ! მალე მოვა დრო, როდესაც მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის ჯერი დადგება! - იმ ბოლო სერიაში ბატონი ივანიშვილი არ იქნება და მაშინ ვნახავთ „ოცნების“ მაღალჩინოსნების ნამდვილ სახეს, თქვენი კორუმპირებული და დანაშაულებრივი სისტემის პოლიტიკურ არმაგედონს, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, დაჯი კოვზირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მისივე თქმით, ძალაუფლება მიტაცებულმა „ოცნებამ“ ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა.