მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა ·

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი 10 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში (COP31) მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს 11 ნოემბერს სიტყვით მიმართავს.