პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია, რომ მათ ე.წ. ონლაინ-კაზინოს ინოვაციური პროგრამა შექმნეს, რაშიც თითქოსდა, დახარჯული ჰქონდათ 2 000 000 აშშ დოლარი.